ძიება

ასოციაციის შესახებ

მისია
ასოციაცია “მასწავლებლები სამოქალაქო განათლებისთვის” წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიულ კავშირს, რომელიც ეხმარება  სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ურთიერთთანამშრომლობაში, ახორციელებს მათი საქმიანობის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას.


მიზანი
ასოციაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ასოციაციის წევრების, სკოლების, ორგანიზაციების, ქვეყნების და რეგიონის დონეზე.

ასოციაციის მთავარი მიმართულებებია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა თანამშრომლობა, მხარდაჭერა და განვითარება.


ასოციაცია მიზნად ისახავს:
1. სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა აკუმულაციას ერთ  სივრცეში  საერთო ინტერესების ირგვლივ.

2. სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა რეგიონული ქსელების/დეპარტამენტების ჩამოყალიბებას. 

3. ორგანიზაციის მიზნობრივი განვითარებას დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. 

4. ასოციაციის წევრთა განვითარება-კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად წარმატებული ანალოგიური ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას; 

5. მასწავლებელთა საჭიროებების და პრიორიტეტების გამოკვეთას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. 

6. ასოციაციის საქმიანობის შიდა და გარე მონიტორინგი და საჭიროების მიხედვით მის მოდიფიცირებას;

7. სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროცესში მონაწილეობას და შესაბამისი პროგრამების განხორციელებას;

8. უმაღლეს განათლებაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობას და ადვოკატირებას;

9. მედიატორის ფუნქციის შესრულებას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს და განათლების სამინისტროს შორის. 

10. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციას და პროფესიის მდგრადობის ხელშეწყობას. 



მოქმედებები:
1. ღია საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის შექმნა სამოქალაქო განათლებით დაინტერესებულ პირთათვის.

2. ორგანიზაციის პარტნიორების იდენთიფიკაცია; 

3. არსებული რესურსების გაერთიანება და ოპტიმიზაცია;

4. ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიისა და სამომავლო გეგმის შემუშავება;

5. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

6. მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა  როგორც ლოკალურ ასევე ეროვნულ დონეზე;

7. საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, პოპულარიზაცია და დანერგვა;

8. საგანმანათლებლო ელექტრონული და ბეჭდვითი რესურსების შექმნის ხელშეწყობა;

Share on Facebook Tweet This Print Send to Friend
ჩვენი სიახლეები
მიღწევები და პერსპექტივები: 1,8 მილიონ ევროიანი სამოქალაქო განათლების პროექტის შედეგების შეჯამება
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი დეკლარაციას იღებს
„სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამეტის“ პრეზიდენტი
„პროექტი დემოკრატია იწყება შენით“ ირჩევს სამხრეთ...
მასწავლებელთა საკვალიფიკაციო ტრენინგი -სომხეთი
სომხეთში, წახკაძორში 29-31 აგვისტოს ჩატარდა მასწავლებელთა...
დაგავიწყდათ პაროლი? დააჭირეთ აქ
შესვლა