ძიება

როგორ გავწევრიანდეთ

საქართველოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს:

 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
 სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი; 
 სკოლის, განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტის ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი შესაბამისი კომპეტენციით;

ასოციაციის წევრი უფლებამოსილია:
 მიიღოს აქტიური მონაწილეობა ასოციაციის მუშაობაში;
 ჩაერთოს საერთო რეკომენდაციების შემუშავების პროცესში; 
 მიიღოს მონაწილეობა ასოცოციაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში;
 გამოიყენოს ასოციაციის მიერ შექმნილი ინტელექტუალური რესურსი;
 მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
 გაუწიოს დახმარება სამოაქალაქო განათლების ახალბედა პედაგოგებს;
 წარადგინოს ინიციატივები ასოციაციის კრებაზე;
 უზრუნველყოს ასოციიაციის ეგიდით მოტივაციის ამაღლება სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის;

ასოციაციის წევრი პასუხისმგებლობას იღებს:  
 
 ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაციას, როგორც სკოლაში ასევე საკუთარ რეგიონსა თუ ქალაქში;
 იზრუნოს როგორც საკუთარი ასევე სამოქალაქო განათლების სხვა პედაგოგების პროფესიულ ზრდაზე; 
 იყოს ინოვაციური და აქტიურად ჩაერთოს ასოციაციის საქმიანობაში;
 შეიტანოს წინადადებები და ინიციატივები სამოქალაქო განათლების საგნის სრულყოფასა და ახალი მეთოდოლოგიის დანერგვაში. 
 შექმნას სამოქალაქო განათლების სწავლებაში საერთაშორისო გამოცდილების საინფორმაციო ბაზა; 


როგორ გავწევრიანდეთ?

ასოციაციაში გაწევრიანების მსურველმა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით უნდა შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა  და გამოაგზავნოს CV სამოტივაციო წერილთან ერთად. აღნიშნული ანკეტა ავტომატურად მოთავსდება ასოციაციის მონაცემთა ბაზაში. 
რეგისტრაციისას აუცილებელია ყველა პუნქტის შევსება

Share on Facebook Tweet This Print Send to Friend
ჩვენი სიახლეები
მიღწევები და პერსპექტივები: 1,8 მილიონ ევროიანი სამოქალაქო განათლების პროექტის შედეგების შეჯამება
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი დეკლარაციას იღებს
„სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამეტის“ პრეზიდენტი
„პროექტი დემოკრატია იწყება შენით“ ირჩევს სამხრეთ...
მასწავლებელთა საკვალიფიკაციო ტრენინგი -სომხეთი
სომხეთში, წახკაძორში 29-31 აგვისტოს ჩატარდა მასწავლებელთა...
დაგავიწყდათ პაროლი? დააჭირეთ აქ
შესვლა