ძიება

პროექტის შეახებ

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტი „დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო 2009 წლის 1 ნოემბერს და ხორციელდება  კონრად ადენაუერის  და ედუარდო ფრაის ფონდების, ასევე ბაქოს, თბილისისა და ერევანის  პოლიტიკური სწავლების სკოლების მიერ.

ჩვენი მთავარი პრინციპია: დემოკრატია უნდა გამოსცადო, მას მხოლოდ წიგნებიდან ვერ ისწავლი!

პროექტი „დემოკრატია იწყება შენით“ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონების და უმცირესობებით დასახლებული რაიონების ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობას. ამ მიზნის მისაღწევად თავდაპირველად მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები  უახლესი მეთოდოლოგიის საშუალებით მოსწავლეებისთვის სამოქალაქო. განათლების მიცემის თაობაზე.  ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნით მასწავლებლები შეძლებენ 3 ეტაპიანი სიმულაციური თამაშები ჩაუტარონ მოსწავლეებს. გარდა ამისა სიმულაციურ თამაშებში მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსების ინტეგრირება.

ინფორმაცია  პროექტის  „დემოკრატია იწყება შენით!“ შესახებ

პროექტი

*   პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,88 მილიონ ევროს;

*    პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი;

*   პროექტი ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში;

*   პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერისა და ედუარდო ფრაის ფონდების, ასევე ბაქოს, ერევანის
    და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი მუშაობის შედეგად;

*   პროექტზე მუშაობს 1 პროექტის მენეჯერი და 9 თანამშრომელი.

დეტალები:

60 სხვადასხვა სკოლიდან შერჩეული 180 მასწავლებელი  (20 სკოლა ყოველი მონაწილე ქვეყნიდან) გაივლის ტრენინგს სამოქალაქო განათლების მაღალი სტანდარტების და თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ. მონაწილე მასწავლებლები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან 3 ეტაპიან სიმულაციურ თამაშებში. მოსწავლეების ჩართვის შესახებ.

მასწავლებლები ძალიან მნიშვნელოვანი მულტიპლიკატორები არიან დემოკრატიულ სამოქალაქო სოციალიზაციისთვის. მონაწილე მასწავლებლებს ხელს შეუწყობენ სამხრეთ კავკასიის რეგიონების მასწავლებელთა ასოციაციის  დაარსებაში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ყველა მონაწილე მასწავლებელს საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია ყოველწლიური ერთობლივი სემინარებისა და ვებგვერდის საშუალებით. სამოქალაქო განათლებისათვის საჭირო ცოდნის ბაზის შექმნისა და სამხრეთ კავკასიაში სამოქალაქო განათლების  სწავლებისათვის საჭირო უნარების ტრანსნაციონალურ ქსელში გაცვლის მიზნით სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მასწავლებლებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. 60 საჯარო სკოლის 5,400 მე-11 კლასელს სამ ეტაპიანი სიმულაციური ინსტრუქცია ჩაუტარდებათ (ადგილობრივ/რეგიონალურ/ევროკავშირის დონეზე) წარმომადგენლობისა და პოლიტიკური ჩართულობის პროცესებში ჯგუფის ინტერესების მშვიდობიანი დაბალანსების შესახებ.

სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობისას, თითოეული მონაწილე კლასი აირჩევს ერთ დელეგატს „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტისთვის“ და არჩეულ დელეგატს უზრუნველყოფს პოლიტიკური დღის წესრიგით. სიმულაციური თამაშების მესამე ეტაპზე არჩეულ დელეგატს საშუალება მიეცემა წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის ერთიანი დეკლარაციის მიღებაში, რომელსაც წარუდგენენ ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.

პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის 225 აქტივისტიგაივლის სპეციალურ ტრენინგს, რათა შემდგომში შეძლონ სკოლის მოსწავლეებისათვის გამართულ სამოქალაქო გაკვეთილებში  ჩართვა.  პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის 25 აქტივისტი ყოველი ქვეყნიდან ყოველწლიურად გაივლის ტრენინგს დემოკრატიის სტანდარტებზე და ამ სტანდარტების მიხედვით როგორ უნდა იმოქმედონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.



Share on Facebook Tweet This Print Send to Friend
ჩვენი სიახლეები
მიღწევები და პერსპექტივები: 1,8 მილიონ ევროიანი სამოქალაქო განათლების პროექტის შედეგების შეჯამება
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტი დეკლარაციას იღებს
„სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამეტის“ პრეზიდენტი
„პროექტი დემოკრატია იწყება შენით“ ირჩევს სამხრეთ...
მასწავლებელთა საკვალიფიკაციო ტრენინგი -სომხეთი
სომხეთში, წახკაძორში 29-31 აგვისტოს ჩატარდა მასწავლებელთა...
დაგავიწყდათ პაროლი? დააჭირეთ აქ
შესვლა